„ასკანელი ძმები“, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომელმაც ფერიცა და იმიჯიც რომ შეიცვალოს, მაინც იცნობენ, დიდი სიამოვნებით დააგემოვნებენ მის მიერ წარმოებულ ღვინოს, ტრადიციულ ბრენდისა თუ ჭაჭას.
„ასკანელი ძმების“ ვიზუალური რებრენდინგის მიზანს მომხმარებლისთვის აქამდე ნაცნობი და საყვარელი პროდუქტების დახვეწა და თანამედროვე სტანდარტებისთვის მორგება წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, 2014 წლიდან კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია განახლებული და დახვეწილი ლოგოთი. ახალი ლოგო თავისი გამარტივებული ხასიათით, თანამედროვებას უსვამს ხაზს, თუმცა ამავდროულად, ახალი დეტალის - „1880“ დამატებით, კომპანიის „ასკანელი ძმები“ ისტორიას შეგვახსენებს.

2015 წლის პირველი ნახევრიდან, კომპანიამ „ასკანელი ძმები“ მომხმარებელს ღვინისა და ტრადიციული ბრენდის ახალი ეტიკეტებიც შესთავაზა. ეტიკეტის ფერთა შეზღუდული პალიტრითა და პოლიგრაფიის თანამედროვე ეფექტებით, ასკანელები ხაზს უსვამენ ღვინის ტრადიციულობასა და უნიკალურობას.
ამავე წლიდან, გუნდმა შეიმუშავა გეგმა და როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, დისტრიბუტორ კომპანიებს შესთავაზა ღვინის ხაზის პრემიალური დაბოლოება. პრემიალური ღვინო გამორჩეულია, რადგან მზადდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოწეული შეზღუდული რაოდენობის ყურძნის ჯიშებისგან.

ასკანელების ერთ-ერთი უნიკალური სახეობა არის „რქაწითელი ქვევრი“. ეს ღვინო წინაპრების ქართული ტრადიციული წესით, ქვევრებშია დაყენებული ჭაჭაზე - 6 თვის განმავლობაში. ამ მეთოდს ქართველები იყენებდნენ 8000 წლის განმავლობაში.