კომპანიის ისტორია

"ასკანელი ძმების" ისტორია სათავეს გურიის სოფელ ასკანაში იღებს. ასე მოხდა, რომ სოფლის სახელწოდებაც ასკანელების საქმიანობას უკავშირდება – ბახუსის შთამომავალს ენეასის ვაჟს ასკანიუსი ერქვა. ლეგენდა ლეგენდათ დარჩებოდა, რომ არა ასკანელების წინაპარი, მეღვინე ანთიმოზ ასკანელი.

ანთჲმოზის მიერ აგებულ მარანში 1880 წლით დათარიღებული ქვევრია შემონახული.

18 წლის წინ ძმები წინაპრის დანატოვარ საქმეს დაუბრუნდნენ. ასე დაარსდა ღვინის კომპანია "ასკანელი ძმები". გარდა ღვინის წარმოებისა კომპანია ძალღონეს არ იშურებს ქართული ვაზის კულტურის შენარჩუნებისათვის.

"ასკანელი ძმები"-ს კომპანია ფლობს ვენახებს, კერძოდ კახეთში - ქინძმარაულის ზონა და გურიაში - ოზურგეთის რაიონი, სოფელ ბახვი. სწორედ ამ კომპანიის სახელთან არის დაკავშირებული ერთ-ერთი უნიკალური ყურძნის ჯიშის - ჩხავერის გადარჩენა.

ასკანელების კომპანია ერთ-ერთი იმ მცირედთაგანია საქართველოში, რომელსაც ბრენდის და ჭაჭის სახდელი აპარატურა გააჩნია.