კომპანიის ჯილდოები

”ასკანელი ძმები”-ს პროდუქციის მაღალი ხარისხის დასტურია სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენასა და დეგუსტაციებზე მიღებული პრიზები და ჯილდოები. მათ შორის: საერთაშორისო სადეგუსტაციო კონკურსზე “Best Drink” 5 სხვადასხვა ნომინაციაში პირველ ადგილზე გავიდა. „ასკანელი ძმების“ პროდუქცია 21 კომპანიის სხვადასხვა კატეგორიის 58 ალკოჰოლურ სასმელს შორის გამოარჩიეს;

კომპანიამ წარმატებით გაიარა ერთთვიანი კომპლექსური და მასშტაბური შემოწმება, რის შედეგადაც 3 წლის ვადით ხარისხის ნიშნის მფლობელი გახდა; ”ასკანელი ძმები” „დეკანტერის“ პრესტიჟული კონკურსის 2012, 2013 წლებში სხვა და სხვა ჯილდოს მფლობელია.

„ასკანელი ძმების“ ღვინოები რომ საუკეთესოთა შორის ერთ-ერთია, ამის დასტური Decanter Asia Wine Awards 2015 - ის ფარგლებში მიღებული ჯილდოებია.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელები 2015 წელს გახდნენ: წითელი ნახევრადტკბილი ღვინო - „ქინძმარაული“ (ბრინჯაოს მედალი), წითელი მშრალი ღვინო - „საფერავი“ (ვერცხლის მედალი), თეთრი მშრალ „წინანდალსა“ და წითელი მშრალ „საფერავ პრემიუმს“ კი, დეკანტერის სიგელები გადაეცათ.

აზიის ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი და გავლენიანი ყოველწლიური კონკურსი, წელს უკვე მეოთხედ გაიმართა. კონკურსი, სადაც ღვინის საუკეთესო ექსპერტები არიან მოწვეულნი, პროდუქციის შეფასების მკაცრი კრიტერიუმებით გამოირჩევა.

პროდექსპო - ოქრო
პროდექსპო - ოქრო
პროდექსპო - ბრინჯაო
დეკანტერი
დეკანტერი - აზია ბრინჯაო
დეკანტერი
დეკანტერი 2016 Commended
პროდექსპო - ვერცხლი
პროდექსპო - მედალი
დეკანტერი - ბრინჯაო
დეკანტერი - ვერცხლი
დეკანტერი - ვერცხლი
დეკანტერი - ბრინჯაო
დეკანტერი 2016 - ბრინჯაო